Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იულონ მიქაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა წნორი, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1961 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს წყალთა მეურნეობის სამინისტროს საპროექტო ინსტიტუტ "საქსახწყალპროექტში" ინჟინრად, იმავე წელს გადაიყვანეს თბილისის ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ს/კ ინსტიტუტში წამყვან მაცნიერ თანამშრომლად, წლების განმავლობაში იკვლევდა ჰიდროტექნიკური ბეტონების ტექნოლოგიას, სტრუქტურასა და თვისებებს; მან შეიმუშავა ვიბროაქტივირებული და დაბალეგზითერმული ბეტონების მომზადების ტექნოლოგია; მონაწილეობდა ალგეთის, ხუდონის, ნამახვანის, ზარამაგის (რუსეთი), გეხის (სომხეთი) და სხვა ჰესების სათავე ნაგებობათა ნატურული დაკვირვების დაპროექტებაში, ნამახვანის თაღოვანი კაშხლის მოდელურ გამოცდაში; შეისწავლა ბეტონის ნაგებობათა ზედაპირებზე ატმოსფერული ფაქტორებით გამოწვეული ბზარწარმოქმნა და შეიმუშავა მათი დამცავი კონსტრუქცია და ღონისძიება; 1989-1990წწ. მონაწილეობდა "თბილსრესის" 270 მ-იანი რკინაბეტონის საკვამლე მილისა და ორი 120 მ-იანი საშხეფის მშენებლობაში; 1997 წელს "ენგურჰესის" სადაწნეო დერივაციული გვირაბის აღდგენაში; 2004 წელს შეასრულა მდ. რიონის მარეგულირებელი კაშხლის გამაგრების სამუშაოები ნაგებობების ფუნდამენტისთვის შემუშავებული სპეციალური საცემენტაციო ხსნარით (ქ. ფოთი); ჩართული იყო "ენგურჰესისა" და "აწჰესის" (მდ. აჭარისწყალზე) სარეაბილიტაციო და "ჩაქვი-ბათუმის" გზაზე საავტომობილო გვირაბის ბეტონის სამუშაოების შესრულების პროცესში; 2010 წელს ხელმძღვანელობდა ბაგრატის ტაძარზე (ქუთაისში) მიმდინარე ბეტონისა და ცემენტაციის სამუშაოებს შპს "კაპიტელთან" ერთად; 2011 წლიდან ხელმძღვანელობს "მტკვარჰესის" მშენებლობის ხარისხის მართვასა და ლაბორატორიას; გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 13 გამოგონება. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.419-420
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |