The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მიქაძე

დაბადების თარიღი:28 მარტი, 1930
გარდაცვ. თარიღი:1997  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1953 წელს.

1953 წელს მუშაობდა რუსეთში და გაიარა ყველა სამსახურებრივი საფეხური მშენებელი ინჟინრიდან ტრესტის მთავარ ინჟინრამდე; 1953-1969წწ. მივლინებული იყო ავღანეთში მთავარ სპეციალისტად; 1969 წლიდან 28 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს აპარატში; იყო განყოფილების უფროსი, ტექნიკური სამმართველოს უფროსი, მინისტრის მოადგილე; უშუალოდ ხელმძღვანელობდა ჯალალაბადის (ავღანეთი) საირიგაციო სისტემის მშენებლობას, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ადმინისტრაციულ აპარატში მუშაობის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ხელმძღვანელობდა და კურირებდა სხვადასხვა დარგისა და მიმართულების მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობას; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.420

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: