Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანზორ მიქაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ძველი სენაკი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს. 1958 წელს მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "ორენბურგყამირმშენის" სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს უფროსად; 1964 წლიდან მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სისტემაში; სხვადასხვა დროს იყო "ენგურჰესის" მშენებლობის სამმართველოს "კაშხალმშენის" სამშენებლო სამმართველოს უბნის უფროსი, ვარდნილჰესების სამშენებლო სამმართველოსა და "ენგურჰესის" ბინათმშენებლობის სამმართველოს უფროსი; 1972 წლიდან იყო "ენგურჰესის" მშენებლობის სამმართველოს უფროსისა და ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" მმართველის მოადგილე; 1995 წლიდან, ტრესტის რეორგანიზაციის შემდეგ, სს "საქჰიდროენერგომშენის" მთავარი სპეციალისტი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.420-421 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |