Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ მიქაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხიბლარი, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საავტომობილო გზების ფაკულტეტი მიმოსვლის გზების მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს. 1963-1971წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროში ჯერ საკვლევ-საძიებო ბიუროს ინჟინრად, შემდეგ უფროსად; 1971-1978წწ. მანგლისის საგზაო უბნის მთავარი ინჟინერი იყო; 1978-1980წწ. მუშაობდა საავტომობილო გზების სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1980 წელს დაინიშნა ახალქალაქის საგზაო სამმართველოს უფროსად; 1990-1992წწ. N2 საგზაო სამმართველოს მთავარი ინჟინერი იყო; 1994 წელს გადაყვანილ იქნა ახალქალაქის საგზაო სამმართველოს უფროსად; მისი ხელმძღვანელობით საექსპლუატაციოდ გადაიცა მესხეთ-ჯავახეთის, თეთრიწყარო-მარნეულისა და მანგლისი-თბილისის რეგიონული ცენტრალური საავტომობილო გზები და ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი; მიღებული ჰქონდა არაერთი სახელმწიფო ჯილდო და საპატიო სიგელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.421 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |