Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანზორ მიქიაშვილი![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1963 წელს. 1963-1970წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქვაჭრპროექტში" არქიტექტორის, არქიტექტურული ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობებზე; 1970-1980წწ. კი საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" IV არქიტექტურულ სახელოსნოში - პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1980-1998წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქაგრომრეწვმშენსახპროექტის" მთავარი არქიტექტორი იყო, ასევე, იყო მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი; მისი ავტორობით დამუშავებულ იქნა შემდეგი ობიექტების პროექტები: რესტორანი 110 ადგილზე ახალ-ათონში (არქ. ლ მუშკუდიანთან ერთად), სასტუმრო 500 ადგილზე ქ. სოხუმში (წამახალისებელი პრემია), ფაცხა-რესტორანი ბიჭვინთაში, სასტუმროს შენობა რიწაზე (ლ. აბაშიძესთან ერთად), "საქსოფლტექნიკის" 16-სართულიანი ადმინისტრაციული შენობა ქ. თბილისში (შ. ყავლაშვილთან ერთად), სოცუზრუნველყოფის სამინისტროს შენობა წერეთლის გამზირზე, რესტორანი "ქალაქური" (შ. ყავლაშვილთან და ს. კაციტაძესთან ერთად), "ხიდმშენის" ადმინისტრაციული შენობა ლესელიძის ქუჩაზე, ბიზნეს ცენტრის შენობა დ. გულიას მოედანზე (მ. ყავლაშვილთან და ს. კაციტაზესთან ერთად), სპორტულ-გამაჯანსაღებელი ბაზა და სასტუმრო ყაბარდო-ბალყარეთში, სავაჭრო ცენტრი ქ. მახაჭკალაში, საცხოვრებელი კომპლექსი 250 მობინადრეზე ქ. ჟიტომირში, ქ. ოდესაში, სამრეწველო ტექნოლოგიების კვლევითი ინსტიტუტის საწარმოო შენობა და საცხოვრებელი სახლები ქ. ბაქოში, ქ. ფოთში, ორ-ორი აგროკომპლექსი საცხოვრებელი უბნებით ქ. შარჟაში (არაბეთის გაერთიანებული ემირატები) და ლიბიაში (სააქციო საზოგადოება "ვარძიის" დაკვეთით), მიწისძვრით დაზარალებული სოფლების აღდგენითი სამუშაოების პროექტები იმერეთში (ჭიათურა, საჩხერე), ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები ყიფშიძის ქუჩაზე ქ. თბილისში (ი. გაბიტაშვილთან, ს. კაციტაძესთან ერთად), სამთავრობო სასტუმრო სახლი N6 კრწანისში (შ. ყავლაშვილთან ერთად), 11-სართულიანი საცხოვრებელი სახლი ალ. ყაზბეგის გამზირზე, საზღვაო ბანკის შენობა ქ. ფოთში (შ. ყავლაშვილთან და ს. კაციტაძესთან ერთად) და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.422 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |