Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოჩა მიქიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1976 წელს. 1976-1983წწ. მუშაობდა სსრკ მშენებლობის სამინისტროს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტის" არქიტექტორად; 1983-1987წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურული დაგეგმარების კათედრის ასპირანტი; 1987 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამოქალაქო შენობების არქიტექტურის N97 კათედრის ასისტენტი, დოცენტი, სრული პროფესორი; 1989-1991წწ. იმავე ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი; 1993-1998წწ. არქიტექტურული ფირმის, სააქციო საზოგადოება "გეოს" პრეზიდენტი; 1998-1999წწ. თბილისის მერიის არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; 1998-2002წწ. მუშაობდა თბილისის მერიის "არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის კომპანიის" გენერალური დირექტორის მოადგილედ, შემდგომ გენერალურ დირექტორად; 2002-2004წწ. თბილისის გენერალური გეგმის და პერსპექტიული განვითარების სამოქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილედ; 2004-2010წწ. სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "იბერიის" არქიტექტურული სტუდიის ხელმძღვანელი; 2005 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი; 65-ზე მეტი განხორციელებული არქიტეტურული პროექტისა და 35 გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის ავტორია; მის მიერ შესრულებულ პროექტებს მიღებული აქვს არაერთი პროფესიული არქიტექტურული პრემია, მათ შორის: სასტუმრო 110 ნომერზე ბაკურიანში, "ვაზიანის საჯარო სკოლის პროექტი" (2007), "ოზურგეთის სამეცნიერო ცენტრის პროექტი, "ქართუ ჯგუფის" მიერ ორგანიზებული კონკურსის პირველი პრემია (2006), "ქართული სახლის პროექტი საჩხერეში", "საცხოვრებელი სახლების ჯგუფი ბაგებში", საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ყოველწლიური არქიტექტურული კონკურსი "წლის საუკეთესო პროექტი", I პრემია ნომინაციაში "ქალაქგეგმარება" (2005); 1991, 2006, 2008წწ. მონაწილეობდა ვენეციის (იტალია) ხელოვნების მსოფლიო ბიენალეში; 1997 წელს - ბერლინის (გერმანია) მსოფლიო კონგრესში; 2008 წელს არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის მსოფლიო კონგრესში ტურინში (იტალია); 2009 წელს არქიტექტორთა საერთაშორისო კონგრესში (ტრაბზონი, თურქეთი); არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის მსოფლიო კონგრესში - "ინტერარქ -2012" სოფია (ბულგარეთი); 2004-2008წწ. იყო შავი ზღვის რეგიონის არქიტექტორთა ფორუმის სამდივნოს დირექტორი; 2006 წლიდან არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის განათლების კომისიის ვალიდაციის ჯგუფის წევრია; მის მიერ ქართულ ენაზეა თარგმნილი არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის "არქიტექტურული განათლების ქარტია." სადისერტაციო თემა - "საქართველოს შავი შღვისპირა ქალაქების გეგმარების ორგანიზაცია-განახლების სისტემა", დაიცვა მოსკოვში 1987 წელს. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.423; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |