შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიქტორ მიხაილოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1928 წელს. 1941 წლიდან მუშაობდა მოსკოვის სამრეწველო ნაგებობათა ცენტრალურ-კვლევით ინსტიტუტში ლაბორატორიის უფროსად; მან საბჭოთა კავშირში პირველად შეისწავლა, დაამუშავა და დანერგა რკინაბეტონის ტექნოლოგიები; 1949-1950წწ. ორგზის მიენიჭა მესამე ხარისხის პრემია; 1974 წელს ნიუ-იორკში ეჟენ ფრეისინის სახელობის საერთაშორისო პრემია მიენიჭა; ხოლო 1996 წელს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში; აღზარდა ათობით ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი და ექვსი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი 1956 წლიდან. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.424 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |