შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა თუთბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1977 წელს, პარალელურად სწავლობდა ხელოვნების ფკულტეტის კინომცოდნეობის განყოფილებაზე. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში, იყო გადაცემების: "ხელოვანი და დრო" (1981-1985), "კინოს სამყაროში" (1985-1991), "მრავალსახეობა ეკრანისა" (1991-2004) ავტორი და წამყვანი; ამავე ტელევაზიის კინორედაქციის მთავარი რედაქტორი (1991-1999), კინოს მიმართულების მთავარი პროდიუსერი (1999-2002) და კინოდირექციის დირექტორი (2002-2004); გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" კინომიმოხილველი (1977-1985); 2006 წლიდან - "საერთაშორისო უნივერსიტეტ მასკის" ტელე-კინო და თეატრის სტუდია-აკადემიის დირექტორი. კინომცოდნე. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 95
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |