Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი მოდებაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კაცხი-სალიეთი, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1979 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი სპეციალობების ფაკულტეტი ჟურნალისტიკის კვალიფიკაციით. 1980-1988წწ. იყო კომკავშირულ ქალაქ "ბორის ძნელაძის" არქიტექტორი, მთავარი არქიტექტორი, კომპლექსური მშენებლობის უფროსი; 1988-1993წწ. მუშაობდა ქ. ჭიათურის კომუნალური გაერთიანების უფროსად, საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ და შემდეგ პროექტის მოადგილედ; 1993-1999წწ. კომპანია "ლაზარეს" გენერალური დირექტორი იყო; 1996-1999წწ. კომპანია "მეტრო XXI საუკუნის" პარტნიორი და მთავარი არქიტექტორი; 1999-2004წწ. კომპანია "ტუვა XXI საუკუნის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი იყო; 2001 წლიდან კომპანია "Seven stars"-ის პარტნიორი და გენერალური დირექტორი; 2005 წლიდან კომპანია "ოქროს კვეთის" მთავარი არექიტექტორი და გენერალური დირექტორი; 2008-2009წწ. კომპანია "მეგაპოლისის" პარტნიორი და მთავარი არქიტექტორი; 2010 წლიდან ფლობს კომპანია "G.M. Studio"-ს; არის ოთხმოცამდე რეალიზებული პროექტის ავტორი, რომლებიც განხორციელებულია როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ბულგარეთში, ლიტვაში, თურქმენეთში, ტაჯიკეთსა და სუდანში; არის ორი საერთაშორისო არქიტექტურული ჯილდოს - "ოქროს ცირკულარისა" და "ოქროს კვეთის" გრან-პრის მფლობელი და საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსებისა და გამოფენების მონაწილე და ლაურეატი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.424-425 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |