The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური მოდებაძე

იური მოდებაძე
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1926
გარდაცვ. თარიღი:1990  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი 1949 წელს.

1977-1990წწ. მუშაობდა საპროექტო-კვლევით ინსტიტუტ "თბილსახავტოგზაპროექტში"; გაიარა თითქმის ყველა სამსახურებრივი საფეხური ინჟინრობიდან ინსტიტუტის დირექტორობამდე; 1963-1972წწ. რამდენჯერმე იყო მივლინებული ავღანეთსა და მადაგასკარში საგზაო მშენებლობისათვის ტექნიკური დახმარების გასაწევად, ინჟინერთა ჯგუფის ხელმძღვანელად; ხელმძღვანელობდა ავღანეთის ჩრდილოეთ და სამხრეთ პროვინციების დამაკავშირებელი მაღალმთიანი ავტოსტრადის ("სალანგი") მშენებლობას; ასევე, საქართველოში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთში, თურქმენეთში, ჩრდილოეთ კავკასიასა და რუსეთის მთელ რეგიონებში საპროექტო ინსტიტუტის მიერ შემუშავებული პროექტების შესაბამისად საავტომობილო გზებისა და ნაგებობების მშენებლობა-რეკონსტრუქციას; იყო საქართველოს დამოუკიდებელი სატრანსპორტო-სამშენებლო კორპორაცია "კავკასიონის" დამფუძნებელი და საბჭოს წევრი; მიღებული ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის ავღანეთის უმაღლესი სახელმწიფო ორდენი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.425

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო მეგზევე
  • შრომის ვეტერანი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: