შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პავლე თუმანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული განყოფილება. მთელი სიცოცხლე (ემიგრაციის ბოლო 7 წლის გარდა. გარდაიცვალა პოლონეთში) საქველმოქმედო და საზოგადოებრივ საქმიანობას მოანდომა. იყო საბავშვო ჟურნალ "ნაკადულის" და გაზეთ "ივერიის" (1905-1906) გამომცემელი. მისი ხელშეწყობით 1910 წელს მოეწყო პირველი არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში ექვთიმე თაყაიშვილის ხელმძღვანელობით. პავლე თუმანიშვილმა განჭვრიტა კინემატოგრაფიის პოტენციური შესაძლებობები და 1918 წელს შეადგინა "მეცნიერულ-საგანმანათლებლო სინემატოგრაფიის" პროგრამა, სადაც შეეხო სასკოლო სწავლებაში თვალსაჩინოების პრობლემას, კინოს საშუალებით პოპულარიზაციის მეთოდებს და სხვ. საზოგადო მოღვაწე. ქართული სამეცნიერო-პოპულარული კინოს ერთ-ერთი პირველი თეორეტიკოსი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 95 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |