შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ბაჩიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2005 წელს. 1978-1991წწ. იყო მოსკოვის საკავშირო ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის მუცლის ქირურგიის განყოფილების უმცროსი, უფროსი და წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-2006წწ. თბილისის სამედიცინო აკადემიის I ქირურგიის კათედრის პროფესორი; 1994-1998წწ. რესპუბლიკის მთავარი ქირურგი; 1995-2006წწ. სამედიცინო აკადემიის კლინიკის დირექტორი; არის 55 სამეცნიერო ნაშრომის, ერთი გამოგონების და ორი სასარგებლო მოდელის ავტორი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თბილისის სამედიცინო აკადემიის კლინიკის ხელმძღვანელი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "არაორგანული სიმსივნეების კომპლექსური დიაგნოსტიკა და მკურნალობა", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.65 ; vidal.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |