The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არკადი მონიავა

არკადი მონიავა
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1929
გარდაცვ. თარიღი:1989  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1953 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისის ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად; მუშაობდა საქართველოს კპ ცენტრალურ კომიტეტში ინსტრუქტორად; იყო რესპუბლიკური სამშენებლო გაერთიანება "საქკოლმშენის" მმართველის მოადგილე; საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტის მმართველი; იყო ქ. თბილისის სპორტნაგებობათა სამმართველოს უფროსი; მონაწილეობდა ხობის ოლიმპიური საცურაო კომპლექსის, დიდუბის მემორიალის, კოლხეთის ისტორიისა და მელიორაციის მუზეუმის, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის კომპლექსების, სკოლების, საბავშვო ბაღების და სხვა სოციალურ-კულტურული დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.426


გააზიარე: