Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ მონცელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ქიმიურ-მეტალურგიული ტექნიკუმი 1950 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1969 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში; მუშაობდა რუსთავის ქიმიურ კომბინატში და საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სპეციალური და სამონტაჟო სამუშაოების მთავარი სამმართველოს "საქმონტაჟსპეცმშენის" განყოფილების უფროსად (1965 წლიდან); მონაწილეობდა რუსთავის მეტალურგიული და ზესტაფონის ფეროშენადნობთა, ქუთაისის საავტომობილო, გამომთვლელი მანქანების, მცხეთის საკონსერვო ქარხნებში, ტაბახმელას ბიოკომბინატში, რუსთავის ქიმიურ და ჭიათურმანგანუმის, გორის ბამბეულის კომბინატებში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, თელავის სახელმწიფო თეატრში, სპორტისა და ჭადრაკის სასახლეებში, თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის, საცხოვრებელი სახლების სპეცსამონტაჟო სამუშაოების შესრულებაში; დაჯილდოებულია "დიდების" ორდენითა და მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.426 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |