შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ მონცელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ქიმიურ-მეტალურგიული ტექნიკუმი 1950 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1969 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში; მუშაობდა რუსთავის ქიმიურ კომბინატში და საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სპეციალური და სამონტაჟო სამუშაოების მთავარი სამმართველოს "საქმონტაჟსპეცმშენის" განყოფილების უფროსად (1965 წლიდან); მონაწილეობდა რუსთავის მეტალურგიული და ზესტაფონის ფეროშენადნობთა, ქუთაისის საავტომობილო, გამომთვლელი მანქანების, მცხეთის საკონსერვო ქარხნებში, ტაბახმელას ბიოკომბინატში, რუსთავის ქიმიურ და ჭიათურმანგანუმის, გორის ბამბეულის კომბინატებში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, თელავის სახელმწიფო თეატრში, სპორტისა და ჭადრაკის სასახლეებში, თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის, საცხოვრებელი სახლების სპეცსამონტაჟო სამუშაოების შესრულებაში; დაჯილდოებულია "დიდების" ორდენითა და მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.426 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |