Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კარლო მორეტი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო სასწავლებელი 1919 წელს. სწავლის პარალელურად მუშაობდა ა. ნოვაკის ორნამენტული სკულპტურის სახელოსნოში; პრაქტიკული პროფესიული საქმიანობა დაიწყო კინოთეატრ "აპოლოს" მშენებლობაზე; კინოთეატრ "პალასი" (შემდგომში - "ამირანი"), "მაჟესტიკი" (სასტუმრო "თბილისი"), ყოფილი სამხატვრო აკადემიის "წრეების" შენობა (შემდგომში - ოფიცერთა სახლი), სათავადაზნაურო მიწის ბანკი (საჯარო ბიბლიოთეკა), მეფისნაცვლის კანცელარია ყოფილი პეტრე დიდის (შემდგომში ძერჟინსკის) ქუჩაზე, კინოთეატრი "სოლეილი" (მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი) და სხვა ობიექტები; XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში მუშაობდა ა. შჩუსევის პროექტით მშენებარე (რუსთაველის გამზირზე) მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ("იმელი") მშენებლობაზე, რომელზეც იმ დროისთვის პირველად იყო გამოყებებული მსუბუქ შემავსებლიანი ბეტონი ("პემზაბეტონი"); მოგვიანებით დაინიშნა სამშენებლო ტრესტ "საქკურორტმშენის" მმართველად; 1938 წელს სამშენებლო ტრესტების "თბილისმშენისა" და "საქკურორტმშენის" გაერთიანების შემდეგ, სამშენებლო ტრესტ "თბილმშენის" მმართველი იყო; ხელმძღვანელობდა ქ. გორში სასტუმროს, სტალინის სახელმწიფო მუზეუმის, საკონფერენციო დარბაზისა და სხვა ობიექტების მშენებლობას; ასევე, მისი უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა ფუნიკულიორის სადგური, 100-ბინიანი (პირველი მაღლივი 11-სართულიანი) საცხოვრებელი სახლი თბილისში (გმირთა მოედანზე), სახელმწიფო ცირკის, კინოთეატრ "რუსთაველის", თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის, წიგნის სახლის შენობები, საცხოვრებელი სახლები, სამშენებლო ინდუსტრიის, სამრეწველო კულტურულ-საგანმანათლებლო დანიშნულებისა და კომუნალური მეურნეობის ობიექტები; საქართველოს პროფსაბჭოს მშენებლობის ხელმშეწყობი საბჭოს დამფუძნებელი და მისი ერთ-ერთი უცვლელი ხელმძღვანელი 20 წლის განმავლობაში. მიღებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოსა და სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს პრემიები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.427-428 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |