The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სევერიან მოსიძე

სევერიან მოსიძე
Date of birth:25 November, 1910
Date of death:May, 2005  (at 94 years)
Category:Engineer

Biography

დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდრონაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1936 წელს.

1927 წლიდან მუშაობდა "ზაჰესში" ამიერკავკასიის რკინიგზის მე-2 და მე-9 კმ-ზე ხიდებისა და მწვანე კონცხის გვირაბის მშენებლობაზე ბრიგადირად, ტექნიკოსად; 1936-1938წწ. მუშაობდა სამუშაოთა მწარმოებლად თბილისის რკინიგზის ცენტრალური სადგურის ქვეშ გვირაბისა და ჩელუსკინელების სახელობის (ამჟამად თამარ მეფის) ხიდის მშენებლობაზე; 1938-1939წწ. აშენებდა თიანეთის მცირეძალოვან ჰიდროელექტროსადგურს; 1939-1941წწ. იყო საპროექტო ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტის" და "წყალპროექტის" ინჟინერი; 1941-1942წწ. მუშაობდა კრასნოდარის მხარეში თავდაცვითი ობიექტების მშენებლობის მეცხრე სამმართველოს მე-4 საველე მშენებლობის უბნის უფროსად; ომის შემდგომ წლებში მუშაობდა ავჭალის შამპანიურის ქარხნის მშენებლობის უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1948-1950წწ. "ჩითახევჰესის" მშენებლობის უბნის უფროსად, შემდეგ ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1950 წლიდან გადაყვანილ იქნა საპროექტო ინსტიტუტ "საქსახწყალპროექტში", სადაც მუშაობდა განყოფილების უფროსად, პროექტის მთავარ ინჟინრად, ტექნიკური განყოფილების უფროსად; ხელმძღვანელობდა ზემო სამგორის სარწყავი სისტემის და კოლხეთის ჭაობების დაშრობის მუშა პროექტირებას, კურირებდა სევანის ტბის ორი მძლავრი ჰიდროსადგურის მშენებლობას ("ტბისჰესი" და "გიუმუშჰესი") სომხეთში. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.428; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.287

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების მედალი
    მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დარგის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი საქმიანობისათვის
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: