შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლავრენტი მორჩილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტყიბული. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი 1981 წელს. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენის" N692 სამშენებლო სამმართველოში მშენებელ ოსტატად, "მარაბდა-ახალქალაქის" სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად, სამშენებლო ტრესტის საწარმოო განყოფილების უფროსის მოადგილედ; 1989-1999წწ. იყო ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენის" რუსთავის ფილიალის დირექტორი; 1999 წლიდან სს "ტრანსმშენის" მთავარი ინჟინერია; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა: "მარაბდა-ახალქალაქის" სარკინიგზო მაგისტრალის ურთულესი მონაკვეთი "თეთრიწყარო-ნადარბაზევი-ბედენი-წალკის" გადასარბენები, თბილისის რკინიგზის ვაგზალი, სურამის უღელტეხილის მეორე ლიანდაგები, "ლოკომოტივის" სტადიონის სპორტული და რუსთავის პროფტექნიკური სასწავლებლის კომპლექსები, ვაკის სამების ეკლესია, საცხოვრებელი სახლები თბილისსა და რუსთავში და სხვა; აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში სტიქიური მოვლენებით დაზარალებულთათვის სახლების მშენებლობაში, აფხაზეთის ომის დროს სოხუმსა და მის შემოგარენში დაზიანებული შენობა-ნაგებობების აღდგენაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.430; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.339 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |