The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ მოწონელიძე

არჩილ მოწონელიძე
დაბადების თარიღი:25 ივლისი, 1945  (79 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამდინარო ნაგებობებისა და ჰიდროენერგოსადგურების მშენებლობის სპეციალობით 1969 წელს. 1971 წელს დაამთავრა ასპირანტურა მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრაზე.

1972-1977წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკური ნაგებობების კათედრის ასისტენტი იყო; 1977-1979წწ. ამავე კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1979 წელს არჩეული იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდრიტექნიკური ნაგებობების კათედრის დოცენტად; 1980-2006წწ. იყო კათედრის პროფესორი; 1980-1986წწ. საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტის ნაგებობათა სეისმომედეგობის განყოფილების უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი; 1989-1994წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორი (ჰუმანიტარული მუშაობის, საღამოსა და დაუსწრებელი სწავლებისა და სამეცნიერო მუშაობის დარგში); 1991-1996წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინდუსტრიული და ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო-საკვლევი ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1995-1998წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ზოგადი მენეჯმენტისა და საზოგადოებრივი ადმინისტრირების სკოლის მასწავლებელი (ხელმძღვანელობდა ტრენინგებს ზოგად მენეჯმენტში); 2003 წლიდან იყო კავკასიის ბიზნეს მაგისტრატურაში სტრატეგიული მენეჯმენტის კურსის ხელმძღვანელი; 2005-2006წწ. იყო საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი; 2006-2007წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2007 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორად იქნა არჩეული; სხვადასხვა პერიოდში მონაწილეობდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა პროექტში; მიწვეული იყო მსოფლიოს მრავალ უნივერსიტეტში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში (South Bank-ის უნივერსიტეტი, მშენებლობის გარემოს დეპარტამენტი; ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტი (კანადა), მშენებლობის დეპარტამენტი; Transform Consultants, ბელფასტი), გერმანიაში, აშშ-ში, ბელგიასა და ფინეთში, როგორც ექსპერტი, პროფესორი, პარტნიორი და სხვა; 1991 წლიდან ეწევა საზოგადოებრივ საქმიანობას; იყო საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს წევრი; საქართველოს სანოსტრიფიკაციო კომისიის წევრი; ჰიდრომშენებლობის დარგში სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (სსტც - ISTA) საკოორდინაციო კომიტეტის წევრი; არის საერთაშორისო ტექნიკური ასოციაციების კავშირის (UITA-UATI) ექსპერტი (პარიზი), ენერგეტიკის ნაციონალური აკადემიის წევრი და აშშ-ს სამეცნიერო საზოგადოება Sigma Xi-ს წევრი; საქართველოს წარმომადგენელი NATO-ს კომიტეტში "მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის"; მშენებლობის დარგში სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი; გამოქვეყნებული აქვს 128 სამეცნიერო ნაშრომი და 1 სახელმძღვანელო - "მშენებლობის მენეჯმენტი"; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1973); ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1986). 

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.430-431; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.geconstruction.gtu.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2005 - საქართველოს პრეზიდენტის მადლობის სიგელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: