The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ მოწონელიძე

ნიკოლოზ მოწონელიძე
დაბადების თარიღი:6 ოქტომბერი, 1920
გარდაცვ. თარიღი:1993  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ღვარდია, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობის სპეციალობით 1943 წელს.

1943 წლიდან დაიწყო შრომითი საქმიანობა ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში სამშენებლო მასალების ქარხანა "საქტექშენიტში" ინჟინერ-მშენებლად; 1944 წელს მუშაობდა თბილისის ჰიდროტექნიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ("ტნისგეი") ინჟინრად; 1945-1947წწ. ქ. ქუთაისის ლითოფონის ქარხნის მშენებლობაზე; 1948 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კათედრაზე, სადაც გაიარა სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის ყველა საფეხური; იყო უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი და კათედრის გამგე; არჩეული იყო დოცენტად, პროფესორად; მუშაობდა ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტის დეკანად (1972-1976წწ.). იყო სადოქტორო დისერტაციების დაცვის სპეციალიზებული საბჭოს თავმჯდომარედ (1972-1981); იყო ჰიდროტექნიკის სექტორის გამგე; ავტორია 120-ზე მეტი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის რამდენიმე სახელმძღვანელოსი; 1971-1985წწ. მოსკოვსა და ჰოლანდიაში გამოიცა მისი მონოგრაფია "კონტრფოსული კაშხლების მდგრადობა და სეისმომედეგობა"; პირველმა შექმნა და გამოსცა ქართულ ენაზე ფუნდამენტალური ნაშრომი-სახელმძღვანელო "ჰიდროტექნიკური ნაგებობები"- ორტომეული; აგრეთვე დამხმარე სახელმძღვანელო "ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სეისმომედეგობა"; დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1950); სადოქტორო დისერტაცია (1967).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.431-432; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.258

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: