შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაჟა მუმლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი 1957 წელს. 1957-1961წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" პროექტის მთავარ ინჟინრად; 1961-1962წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თბილქსელების მშენებარე ობიექტების დირექტორად; 1962-1972წწ. ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თბომეურნეობის სამმართველოს უფროსად; 1979-1981წწ. საწარმოო ტრესტ "თბილწყალკანალის" სამმართველოს უფროსად; 1981-1989წწ. იყო რესპუბლიკური გაერთიანება "საქაგრომშენის" სამშენებლო-სარემონტო ტრესტის მმართველის მოადგილე; 1989-1996წწ. ფირმა "სპეცრემმშენის" პრეზოდენტი; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დაპროექტდა და აშენდა ქ. თბილისის თბომეურნეობის, წყალსადენებისა და კანალიზაციის მნიშვნელოვანი ქსელები, საქვაბეები, წყალსაქაჩი სადგურები და სცვა; მისი თაოსნიბით, სოფლად შეიქმნა საინჟინრო კომუნიკაციების ინფრასტრუქტურა და ამოქმედდა გამწმენდი ნაგებობები, ადგილობრივი წყალსადენები, რეზერვუარებისა და საქვაბეების ფართო ქსელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.432
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |