The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ მურვანიძე

თამაზ მურვანიძე
დაბადების თარიღი:13 ივლისი, 1956  (68 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა სამარის სამშენებლო-არქიტექტურული ინსტიტუტი 1980 წელს.

1980-1987წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი") წამყვანი არქიტექტორის თანამდებობაზე; 1984-1986წწ. სწავლობდა ასპირანტურაში ქ. მოსკოვში; 1987-1991წწ. საქართველოს განათლების სამინისტროს საპროექტო ორგანიზაციის სახელოსნოს ხელმძღვანელი იყო; 1991-1992წწ. მუშაობდა ქ. თბილისის მერიის ვაკის რაიონის მთავარ არქიტექტორად; 1995 წლიდან არქიტექტურულ სამშენებლო ფირმა "კოლეგიუმის" დირექტორი იყო; 1998 წლიდან ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის მთავარ არქიტექტორად მუშაობდა; მისი ძირითადი ნამუშევრებია: 1980-1982წწ. - მსხვილი პანელოვანი კონსტრუქციების საცხოვრებელი სახლების სერია 1.464 (საავტორო ჯგუფთან) ქ. თბილისში, ქუთაისში; 1982-1984წწ. - საცხოვრებელი სახლების სერია 1.127 (საავტორო ჯგუფთან) ქ. სოხუმში; 1985 წელს - საბავშვო ბაღი 280 ადგილზე სერია 1.090.1-2 (საავტორო ჯგუფთან); 1986 წელს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, I პრემია, ქ. თბილისში, 1985-1987წწ. - ეკლესიები ქ. რუსთავში და ქ. ჩოხატაურში; 1987წ. 72-ბინიანი საცხოვრებელი სახლი ქ. ბათუმში; 1988 წელს სკოლა 864 მოსწავლეზე ს. მარტყოფში; 1988წ. პედაგოგიკის ინსტიტუტი ქ. თბილისში საირმის ქუჩაზე; 1987-1990წწ. საბავშვო ბაღები და სკოლები საჩხერეში, ჭიათურაში, ოზურგეთში, სუფსაში, ადიგენში, ახალციხეში, ახალქალაქში; 2000 წელს ინვალიდ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი ქ. თბილისში დიღმის მასივში ლიუბლიანას ქუჩაზე და სხვა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.433

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი

გააზიარე: