შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
როლანდ მურვანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1962 წელს. 1962 წლიდან მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" მე-6 სახელოსნოში არქიტექტორად; 1969 წლიდან ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის მთავარი არქიტექტორის მოადგილე იყო; 1973 წლიდან მთავარი არქიტექტორი; 1973-1977წწ. ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მოადგილე იყო და პარალელურად პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1993 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის არქიტექტურის კათედრაზე; 1997 წელს მონაწილეობდა ბურსაში (თურქეთი) გამართულ საერთაშორისო კონგრესზე; არის აჭარის არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე; აღსანიშნავია, რომ სტუდენტობის წლებში, პოლიტექნიკური ინსტიტუტის ცნობილი საესტრადო ორკესტრის ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოს-შემსრულებელი იყო. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.433 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |