The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არჩილ მურმანიშვილი

არჩილ მურმანიშვილი
Date of birth:26 December, 1902
Date of death:1963  (at 60 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: დაბა სურამი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1930 წელს.

პრაქტიკული საქმიანობის ეტაპზე მუშაობდა დონეცკის აუზის სხვადასხვა შახტის, "რიონჰესის", "ხრამჰესის", "სოხუმჰესის" მშენებლობაზე და საქართველოს სხვადასხვა სამთამადნო საწარმოში; 1940-1943წწ. მუშაობდა ახალციხის შახტების სამშენებლოს მთავარ ინჟინრად; 1944-1949წწ. დონეცკის აუზის შახტების აღდგენაზე, შახტების მშენებლობის უფროსად; 1949-1955წწ. ტყვარჩელის შახტმშენებლობის ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1955 წლიდან იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" მთავარი ინჟინერი; ხელმძღვანელობდა ტყვარჩელის, ტყიბულისა და ახალციხის მრავალი შახტისა და ქალაქების სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობას, დონეცკის აუზის შახტების აღდგენას; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.433-434

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: