Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ მუსელიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1937 წელს; საკავშირო საფინანსო ინსტიტუტი ეკონომისტ-ფინანსისტის კვალიფიკაციით 1952 წელს. 1931 წლიდან დაიწყო შრომითი საქმიანობა; ხელმძღვანელობდა თბილისის ღრმაღელის აგურისა და ცეცხლგამძლე ნაკეთობათა ქარხნებს; 1949-1954წწ. იყო სამშენებლო ტრესტ "საქმშენის" მმართველი; 1961-1980წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტის" დირექტორის მოადგილე; ხელმძღვანელობდა ჩელიუსკინელების სახელობის ხიდის მშენებლობას თბილისში; იყო მეორე მსოფლიო ომის (1941-1945) მონაწილე; 1946-1949წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს ორჯონიკიძის სახელობის რაიონული საბჭოს დეპუტატი; მიღებული ჰქონდა საბრძოლო და სამოქალაქო სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.435 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |