Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანზორ მუსერიძე![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1956 წელს. 1956-1961წწ. მუშაობდა რუსეთში (ჩელიაბინსკის ოლქში) სამრეწველო ობიექტების მშენებლობაზე; 1961 წლიდან საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს სისტემაშია; იყო უბნის უფროსი, სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი, სამმართველოს უფროსი; 1976 წელს დაინიშნა საქართველოს სსრ სამელიორაციო გაერთიანების უფროსად; 1978 წლიდან წლების განმავლობაში იყო საქართველოს სსრ წყალსამეურნეო ობიექტების მშენებლობის მთავარი სამმართველო "საქმთავარწყალმშენის" უფროსი; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა ზემო ალაზნის, ტირიფონის, ხაშურის და წნორის მეცხოველეობის კომპლექსის სარწყავი სისტემები, ზონკარის, ალგეთის, დალისმთის წყალსაცავები, დამშრობი სისტემები კოლხეთის დაბლობზე, სამრეწველო, სამოქალაქო, ჯანმრთელობის დაცვის დანიშნულების ობიექტები საქართველოს, შუა აზიის რესპუბლიკების, დაღესტნის, ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე; იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს არაერთი მოწვევის დეპუტატი; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.435 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |