Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ მუჯირიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ხიდებისა და გვირაბების ფაკულტეტი 1960 წელს. 1960 წლიდან მუშაობდა რუსეთში, უკრაინასა და ბელორუსიაში, სადაც მრავალი ხიდი ააგო მდინარეებზე: ვიატკა (ქ. კიროვი), დნეპრი (ქ. კიევი, ქ. ორშა) და ნარვა (ესტონეთ-რუსეთის საზღვარი); 1965 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტში "კავგიპროტრანსი" უფროსი ინჟინრის თანამდებობაზე; 1968 წლიდან პრაქტიკული საქმიანობა დაეწყო; საქართველოში მის მიერ აგებული პირველი ხიდი იყო ვანტური ხიდი მდ. მტკვარზე (ბორჯომში); 1973 წელს საბჭოთა კავშირის სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს განკარგულებით შეიქმნა ხიდმშენი რაზმი N39, სადაც ის დაინიშნა მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე; მისი ხელმძღვანელობით აშენდა 500-ზე მეტი სარკინიგზო და საავტომობილო ხიდი, ასევე მრავალი ვიადუკი და სხვა ხელოვნური ნაგებობა: ხიდი-ესტაკადა მდ. მტკვარზე ქ. თბილისში, მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რომელიც აკავშირებს მეტეხის გვირაბიდან გამომავალ გზას ორთაჭალჰესთან გამავალ გზასთან, ფეხმავალთა ვანტური ხიდი მდ. ვერაზე ქ. თბილისში უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან, წმინდა ნინოს მემორიალი ქ. თბილისის შემოსასვლელში, სიმაღლით 20მ. და მრავალი სხვა; 1995-1998წწ. ხელმძღვანელობდა ხიდებისა და გვირაბების მშენებლობას რუსეთში, ქ. სოჭში;2000 წლიდან მუშაობა დაიწყო სამშენებლო კორპორაციაში შპს "ხიდი" მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე; აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში მიმდინარე უმსხვილეს მაღალბიუჯეტიან სამშენებლო პროექტებში; 2000-2003წწ. "საქართველოს რკინიგზის" დაკვეთით განახორციელა არაერთი ობიექტის რეკონსტრუქცია და მშენებლობა; 2004 წლიდან საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით განახორციელა რამდენიმე საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი; დიდი ღვაწლი მიუძღვის ხიდების მშენებელთა ახალი თაობის აღზრდაში, მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში; მიღებული აქვს მრავალი ჯილდო; 2009 წელს 7 იანვარს ტრაგიკულად დაიღუპა დასავლეთ საქართველოში მიმდინარე ერთ-ერთი ხიდის მშენებლობაზე; იყო გამორჩეული სპორტსმენი, თამაშობდა საფეხბურთო კლუბ "ლოკომოტივში". მიღებული აქვს მედალი "მრავალწლიანი კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის". წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.438; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.261 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |