The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი მღებრიშვილი

ირაკლი მღებრიშვილი
დაბადების თარიღი:23 აპრილი, 1913
გარდაცვ. თარიღი:11 აგვისტო, 1999  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1939 წელს.

1944-1957წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო ხრამის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე, სადაც მუშაობდა ინჟინრად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; იყო სოხუმის, ორთაჭალისა და ტყიბულის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობების მთავარი ინჟინერი; 1957-1980წწ. საქართველოს მშენებლობის მინისტრის პირველი მოადგილე, საკავშირო სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" მმართველი, საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპროექტო-საძიებო ინსტიტუტ "ჰიდროპროექტის" დირექტორი; წლების განმავლობაში იყო ენერგეტიკული მშენებლობის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი საერთაშორისო და სამამულო კომისიების წევრი-ექსპერტი, ასუანის მაღლივი კაშხლის მშენებლობის კონსულტანტი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი; საქართველოს უმაღლესი საბჭოს სამი მოწვევის დეპუტატი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1971).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.438-439; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.252

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • ლენინის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: