The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ბებიაშვილი

მიხეილ ბებიაშვილი
Date of birth:16 November, 1971  (53 years)
Category:Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1996 წელს; 1998 წელს სწავლება გაიარა აშშ-ის II ოლქის სააპელაციო სასამართლოში სასამართლო საქმისწარმოების და ადმინისტრირების საკითხებზე; 1999 წელს სწავლება გაიარა აშშ-ის ტ. მარშალის სახელობის ფედერალურ სასამართლო ცენტრში საბიუჯეტო და ადამიანური რესურსების სისტემების შესახებ; 2000 წელს სწავლება გაიარა საფრანგეთში, გრეფიების ეროვნულ სკოლაში, ევროკავშირისა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის პროექტით, სასამართლო პერსონალის მომზადების და გადამზადების საკითხებზე.

1991 წლის აპრილიდან ნოემბრამდე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამართლებრივი ინფორმატიკისა და კანონმდებლობის სისტემატიზაციის განყოფილების ინსპექტორი; 1991-1997წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამართლებრივი ინფორმატიკისა და კანონმდებლობის სისტემატიზაციის განყოფილების უფროსი ინსპექტორი; 1994-1997წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამდივნოს ხელმძღვანელი; 1997-1999წწ. - საქართველოს იუსტიციის საბჭოს კანცელარიის გამგე; 1999-2003წწ. - თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრატორი; 2003-2005წწ. - თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე; 2005-2014წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; 2015-2016წწ. - შპს "საქართველოს მელიორაციის" იურიდიული სამსახურის უფროსი, გენერალური დირექტორის მრჩეველი; 2016-2020წწ. - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2020-2024წწ. - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2024 წლის 7 ოქტომბრიდან - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე თერჯოლის მუნიციპალიტეტში.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.65; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


Share: