შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაზა ბეგაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მცხეთა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1985-1990წწ. მუშაობდა პარტიულ თანამდებობაზე; 1990-1997წწ. ეწეოდა ბიზნეს საქმიანობას; 2002-2003წწ. იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი; 2004 წლიდან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე; ევროსაბჭოს კონგრესის მერიის წევრი, 2005 წლიდან რეგიონალური პალატის ვიცე-პრეზიდენტი. 2008-2009წწ. საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში; შემდგომ მუშაობდა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში გენერალური დირექტორის მოადგილედ. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.65; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.42
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |