Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვარლამ ღვალაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მორძგვეთი (ახლანდელი ჭიათურის მუნიციპალიტეტი). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი 1923 წელს. 1920-იანი წლების მეორე ნახევარში მივლინებული იყო ლენინგრადში (სანქტ-პეტერბურგი), ბიოქიმიის ინსტიტუტში. მუშაობდა აკადემიკოს ს. კორტიჩევის ლაბორატორიაში. აქ ვარლამ ღვალაძემ შეასრულა და გამოაქვეყნა თავისი ცნობილი ნაშრომი რძემჟავას დუღილის ქიმიის საკითხებზე. ეს გამოკვლევა გამოქვეყნდა გერმანულ და ფრანგულ სამეცნიერო პერიოდულ გამოცემებში. 1930 წელს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, აქტიური მუშაობა განაგრძო დუღილის ქიმიის დარგში და საფუძველი ჩაუყარა ამ მიმართულებას. 1930 წელს მან მონაწილეობა მიიღო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დაარსებაში და იმავე წელს დაინიშნა ქიმიის კათედრის დოცენტად და კომპლექსურ კვლევათა ლაბორატორიის გამგედ. 1931-1935 წლებში პარალელურად იყო მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტში მის მიერვე დაარსებული ენოქიმიის ლაბორატორიის გამგე. 1932 წელს გამოსცა ენოქიმიის დარგში პირველი ქართული სახელმძღვანელო. მის მიერ წამოყენებულ იქნა ჰიპოთეზა, რომელიც ხსნის სპირტის ბუნებრივი დუღილის დროს მიმდინარე ყველა უმთავრეს ქიმიურ პროცესს. მოგვიანებით, მისგან დამოუკიდებლად იგივე შედეგი მიიღო ფრანგმა პროფესორმა ჟენევუამ. 1962 წელს, თბილისში, მეღვინეთა და მევენახეთა მსოფლიო კონგრესზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვარლამ ღვალაძის სამეცნიერო მემკვიდრეობას დუღილის ქიმიის დარგში. 1936 წელს მისი თაოსნობით სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში დაარსდა ბიოორგანული ქიმიის კათედრა, რომელსაც გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა. 1939-1943 წლებში იყო ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ხოლო 1942-1943 წლებში - პრორექტორი სამეცნიერო დარგში. პროფესორი (1936), სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1936). ბიოქიმიკოსი, საზოგადო მოღვაწე, მცენარეთა ბიოქიმიისა და ენოქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 231 გვ. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |