The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ინგუშა მშვენიერაძე

ინგუშა მშვენიერაძე
დაბადების თარიღი:23 დეკემბერი, 1930  (94 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მრეწველობის სპეციალობით 1954 წელს.

1954-1962წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო საქმის ინსტიტუტის შემდგომ საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის მექანიკის ინსტიტუტის ასპირანტი და მეცნიერ-მუშაკი იყო; 1962 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის "სამშენებლო კონსტრუქციების", შემდგომ "ლითონის კონსტრუქციების" კათედრის ასპირანტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი იყო; 1991 წლიდან კი კათედრის გამგე; 1987 წლიდან სტუ-ს საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიუროს ხელმძღვანელობდა; იყო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს კოლეგიის წევრი; მისი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის სფეროს წარმოადგენს მსოფლიოში დომინირებული "ნაგებობათა საიმედობის თეორია (ალბათური ინტერპრეტაციით) სამშენებლო პროექტირებაში"; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტში ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობისათვის მიენიჭა აკადემიური წოდება ემერიტუსი (2015 წელი).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.440-441;  წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.252

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    პირველი ქართული კოსმოსური კონსტრუქციის "რეფლექტორის" შექმნისა და ორბიტაზე ჩატარებულ ექსპერიმენტში მონაწილეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: