შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით იოსელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ხვედურეთი, ქარელის რაიონი. დაამთავრა ქ. თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია 1912 წელს, ქ. პეტროგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემია 1917 წელს. 1918 წელს დაინიშნა ორდინატორად ქ. თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში. 1919 წელს დაიწყო მუშაობა ქ. თბილისის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრაზე ასისტენტად. 1928-1929წწ. მივლინებულ იქნა ლენინგრადის სამხედრო აკადემიის ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრაზე. 1931 წელს აირჩიეს ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ოპერაციული ქირურგიის კათედრის გამგედ. 1934-1947წწ. ხელმძღვანელობდა ქ. თბილისის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებას, ხოლო 1941-1947წწ. იყო ამ საავადმყოფოს დირექტორი. 1937 წელს აირჩიეს თბილისის საედიცინო ინსტიტუტის ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრის გამგედ. 1934-1947 წლებში განაგებდა ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრას. 1940 წლიდან არჩეულ იქნა ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რექტორად. 1947 წელს აირჩიეს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრის გამგედ. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის რამდენიმე მონოგრაფია. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1936), პროფესორი (1937). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 203; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.337 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |