შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე მჭედლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ანაგა, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა ამიერკავკასიის ტექნიკური ინსტიტუტი სახმელეთო ტრანსპორტის ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1935 წელს. 1935 წლიდან მუშაობდა საავტომობილო გზების დაპროექტების საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზდორპროექტის" თბილისის ფილიალში; მონაწილეობდა საქართველოს სამხედრო გზის საუღელტეხილო მონაკვეთის ვარიანტების კვლევა-ძიებასა და დაპროექტებაში; 1942-1943წწ. იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ცალკეული ტოპოგრაფიული რაზმის ხელმძღვანელი და კავკასიონის მაღალმთიანეთში ასრულებდა სამხედრო კომუნიკაციების საკვლევ-საძიებო სამუშაოებს; 1945 წლიდან მუშაობდა საქართველოს გზატკეცილების მთავარ სამმართველოში; ხელმძღვანელობდა ცხრაწყაროსა და ზეკარის უღელტეხილებზე საპროექტო საძიებო სამუშაოებს; აპროექტებდა საავტომობილო გზებს აფხაზეთის, სამეგრელოსა და სვანეთის მაღალმთიან რაიონებში; 1955 წლიდან სატყეო მეურნეობის სატრანსპორტო გზების საკავშირო საპროექტო ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის საგზაო-საპროექტო განყოფილების უცვლელი ხელმძღვანელი იყო; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით შემუშავებულ იქნა საბაგირო, საავტომობილო და რკინიგზის მრავალი პროექტი საქართველოს, ჩრდილოეთ კავკასიისა და დასავლეთ უკრაინის მაღალმთიან და ტყიან რაიონებში; მის მიერ შესრულებული პროექტები გამოირჩეოდა მაღალი პროფესიული დონითა და გარემოს მაქსიმალური დაცვით, მაშინ როდესაც ამ მიმართულების საპროექტო ნორმატივები არც კი იყო შემუშავებული; ამ მხვრივ განსაკუთრებით საყურადღებოა მის მიერ დაპროექტებული და აშენებული "სალხინო-ქვიბიას" საავტომობილო გზა სამეგრელოში, წაჩხურის ხეობის უნიკალური ბზის კორომების სრული დაცვით, მკვრივ კირქვებში ჩატარებული ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოებით; XX საუკუნის 60-იანი წლებიდან ხელმძღვანელობდა ტყესაზიდი სატრანსპორტო კომპლექსების დაპროექტებას დასავლეთ ციმბირში, ვოლგისპირეთში, ჩუვაშეთისა და მარის ავტონომიურ რესპუბლიკებში; არის მრავალი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.441 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |