შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერი მჭედლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთარა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი არქიტექტორის კვალიფიკაციით 1976 წელს. 1976-1980წწ. მუშაობდა უკრაინაში ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოეში საპროექტო ინსტიტუტში "გიპროორგხიმი" უფროს არქიტექტორად; 1980-2007წწ. დედოფლისწყაროს რაიონის მთავარ არქიტექტორად; 2014 წლიდან საქართველოს ტექიკური უნივერსიტეტი, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; მის მიერ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემებში გამოქვეყნებულია 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი; მისი ავტორობითა და თანაავტორობით განხორციელებულია მთელი რიგი პროექტები, მათ შორის, ქ. თბილისში კ. ჩაჩავას სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინტერიერისა და ექსტერიერის რეკონსტრუქციის პროექტი, ბავშვთა სადღესასწაულო ცენტრის პროექტი, ვაშლოვანის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შენობის პროექტი დედაფლისწყაროში, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და ბინების ინტერიერების მრავალი პროექტი; არის ქ. დედოფლისწყაროს გენგეგმისა და დედოფლისწყაროში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის პროექტის თანაავტორი. არქიტექტურის მეცნიერებათა კანდიდატი (1976), აკადემიური დოქტორი (2006). პროფესორი (2014). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია.- თბ.,2017.-გვ.442 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |