შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე მჭედლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1970 წელს. 1970-1972წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" ინჟინრად; 1972-1977წწ. მუშაობდა მოსკოვის საკავშირო საგზაო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1977-1986წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში საავტომობილო გზების კათედრის დოცენტად; 1986-1987წწ. იმყოფებოდა სტაჟირებაზე მოსკოვის უცხო ენათა ინსტიტუტში, პარიზისა და მონპელიეს უნივერსიტეტებში, რის შედეგადაც მიიღო ფრანგულენოვან უმაღლეს სასწავლებლებში საგზაო პრიფილის სპეციალური დისციპლინების სწავლების უფლება; 1987-1991წწ. მუშაობდა გვინეაში, კონაკრის უნივერსიტეტში გზებისა და ხიდების კათედრის პროფესორად, კათედრის გამგედ; კითხულობდა ლექციებს მაპროფილებელ დისციპლინებში და ეწეოდა აქტიურ საინჟინრო სამეცნიერო საქმიანობას; 1995-2004წწ. იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საგზაო მოძრაობის ორგანიზაციისა და უსაფრთხოების კათედრის პროფესორი; 2004-2009წწ. საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ "საქგზამეცნიერების" პრორექტორი სამეცნიერო დარგში; 2009 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო გზების მიმართულების წამყვანი პროფესორია; მისი სამეცნიერო მოღვაწეობა გამოირჩევა მიმართულებათა ფართო დიაპაზონით; გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატია ქართულ, რუსულ, ფრანგულ და ინგლისურენოვან ჟურნალებში; არის რამდენიმე სახელმძღვანელოს და მონოგრაფიის ავტორი; სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად იგი ეწეოდა აქტიურ საინჟინრო საქმიანობას, რომელიც დასაწყისს იღებს 1970-1971 წლიდან გმირთა მოედნის (თბილისში) რეკონსტრუქციის პირველი პროექტის შემუშავებით; შესრულებული აქვს მოძრაობის ორგანიზაციისა და უსაფრთხოების ღონისძიებათა პროექტები: საერთაშორისო ავტომაგისტრალ E-60-ის "ნატახტარი-ხაშურის" მონაკვეთზე, ე.წ. კახეთის წრეზე "ვაზიანი-ბაკურციხე-თელავი-გომბორი-ვაზიანი", აგრეთვე ქუჩების რეაბილიტაციისა და სატრანსპორტო კვანძების პროექტები თბილისის ძველ ისტორიულ უბნებში (კალა, ჩუღურეთი, აბანოთუბანი); მას ეკუთვნის არაერთი პუბლიცისტური სტატია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების აქტუალურ საკითხებზე საქართველოსა და თბილისში; დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.442-443 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |