Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბიძინა მჭედლიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხონი. დაამთავრა ლენინგრადის ავტოსაგზაო ინსტიტუტი 1934 წელს. 1924-1929წწ. მუშაობდა მათემატიკის მასწავლებლად ქ. ხონის საშუალო სკოლაში; 1934 წელს დაიწყო მუშაობა აგრო-სამრეწველო ტრესტში "ქართული ჩაი" საგზაო-სამელიორაციო სექტორის ინსპექტორად; 1935-1938წწ. ხელმძღვანელობდა აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს გზატკეცილების განყოფილებას; 1938-1941წწ. საქართველოს სსრ სამხედრო გზის რეკონსტრუქციას; 1942 წელს გადაიყვანეს სამთო მომპოვებელ ტრესტ "ტყვარჩელქვანახშირში" მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1950 წლიდან მუშაობდა გუდაუთაში სხვადასხვა სამშენებლო ობიექტების ხელმძღვანელად; მისი მონაწილეობით არის დაპროექტებული და აშენებული, საბჭოთა კავშირის მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური საავტომობილო ხიდი მდ. გუმისთაზე, რომელიც შესულია სპეციალურ სახელმძღვანელო ტექნიკურ ლიტერატურაში, როგორც გამორჩეული საინჟინრო ნაგებობა; დაჯილდოებული იყო საქართველოს სსრ და აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო უმაღლესი ჯილდოებით და საპატიო სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.443
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |