Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბიძინა მჭედლიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხონი. დაამთავრა მოსკოვის საავტომობილო გზების საინჟინრო ინსტიტუტი ავტომაგისტრალებისა და საქალაქო გზების სპეციალობით 1953 წელს. 1953-1955წწ. მუშაობდა სსრ კავშირის სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს "გლავდორსტროის" N2 საგზაო სამშენებლო ტრესტში სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს ინჟინრად; 1955-1961წწ. N1 საგზაო-სამშენებლო რაიონ "პამირის ტრაქტის" მთავარ ინჟინრად, ამავე სამინისტროს N2 სამშენებლო რაიონის უფროსად; 1961-1963წწ. "გლავდორსტროის" N20 სამმართველოში მუშაობდა საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, ამავე სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1963-1970წწ. ხელმძღვანელობდა საგზაო-სამშენებლო ტრესტ "იუჟდორსტროის" N983 საგზაო-სამშენებლო სამმართველოს და საბჭოთა სპეციალისტთა ჯგუფს ავღანეთში; 1974 წლიდან სათავეში ედგა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს N2, ხოლო 1979 წლიდან N3 საგზაო-სამშენებლო ტრესტებს; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით რეკონსტრუქცია ჩაუტარდა მთელი რიგი საავტომობილო გზების არაერთ მონაკვეთს და ცალკეულ ობიექტს; მათ შორის: "გაგრა-ლესელიძის", "შავწყალა-ბზიფის", "გუდაუთა-ათონის", "ჯვარი-ხაიში-მესტიის", ოჩამჩირის ასაქცევი, სოხუმის აეროპორტის, "სოხუმი-დრანდის" საავტომობილო გზის მონაკვეთებს და უნიკალურ სახიდე გადასასვლელებს "გაგრა-ლესელიძის" გზის მონაკვეთზე. მიღებული აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.443 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |