The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე მხეიძე

კონსტანტინე მხეიძე
დაბადების თარიღი:23 აპრილი, 1937  (88 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1965 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტთან არსებული სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტი 1985 წელს.

1965 წლიდან მუშაობდა რუსეთში, ქ. ტოლიატის ერთ-ერთ სამშენებლო ორგანიზაციაში ოსტატად; 1966 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში: N2 სამშენებლო ტრესტის ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, N4 სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად (1966-1972); 1972-1978წწ. პროფესიული საქმიანობის შემდეგ ეტაპზე მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის N1 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1978-1997წწ. ტრესტის მთავარ ინჟინრად და მმართველად; 1997 წლიდან შპს "N13 ტრესტისა და კომპანიის" გენერალური დირექტორი იყო; 1998 წლიდან - შპს სამშენებლო-სამრეწველო კორპორაცია "ერთობის" პრეზიდენტი; ხელმძღვანელობდა თბილისის რიგი საგანმანათლებლო, ჯანდაცვისა და კულტურის სფეროს ობიექტების მშენებლობას, რომელთა შორის უნდა აღინიშნიოს თბილისის რიტუალების სასახლე (აღინიშნა საქართველოს სახელმწიფო პრემიით) და სმენადაქვეითებულ ბავშვთა სკოლა-ინტერნატი (აღინიშნა სსრ კავშირის პრემიით) და სხვა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.444; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.267

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    სამშენებლო სფეროში მრავალწლიანი წარმატებული მოღვაწეობისთვის
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: