The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ყიფშიძე

დავით ყიფშიძე
Date of birth:1902
Date of death:31 August, 1957  (at 55 years)
Category:Public official, Scientist, Educator, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ალავერდი, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი 1921 წელს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ფილოსოფიის კურსი 1925 წელს.

1925-1927წწ. დავით ყიფშიძე იყო სოფელ კიცხის გლეხთა და ახალგაზრდობის სკოლის გამგე. 1927-1932 წწ. მუშაობდა ქ. ზესტაფონში საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილედ. 1932-1934წწ. სწავლობდა ქ. ლენინგრადის პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1934-1937წწ. ქ. ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ასწავლიდა პედაგოგიკის ისტორიას. 1937-1938წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისრის მოადგილედ. 1938 წლის ოქტომბრიდან 1942 წლის თებერვლამდე დ. ყიფშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო. 1942 წლიდან 1949 წლამდე–საქართველოს სსრ პედაგოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი. 1947 წელს დაინიშნა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგიკის კათედრის გამგედ,  შეთავსებით მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგიკის კათედრის დოცენტად. 1947 წლის აპრილში დაიცვა დისერტაცია თემაზე: "პედაგოგიკის საგანი". დავით ყიფშიძე სისტემატურად თანამშრომლობდა პედაგოგიურ პრესაში, გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები პედაგოგიკის თეორიასა და ისტორიის საკითხებზე. პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1947).

წყარო: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ გვერდი: tsu.ge

Bibliography

  • პედაგოგიკის ლექციები (Author) // ნაკვ. მე-4 : აღზრდა სოციალისტურ საზოგადოებაში. - თბილისი, სტალინის სახელობის სახ. უნ-ტის გამ-ბა, 1941. - გვ.64
  • პედაგოგიკის ლექციები (Author) // ნაკვ. 1 : პედაგოგიკის საგანი. - თბილისი, სტალინის სახელობის სახ. უნ-ტის გამ-ბა, 1941. - 47გვ.
  • პედაგოგიკის ლექციები (Author) // ნაკვ. 3 : პედაგოგიკის როგორც მეცნიერების განვითარება. - თბილისი, სტალინის სახელობის სახ. უნ-ტის გამ-ბა, 1941. - 53გვ.
  • პედაგოგიკის ლექციები (Author) // ნაკვ. 2 : აღზრდა სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში. - თბილისი, სტალინის სახელობის სახ. უნ-ტის გამ-ბა, 1941. - 48გვ.
  • პედაგოგიკის ლექციები (Author) // ნაკვ. 7 : სასწავლო გეგმები და პროგრამები. - თბილისი, სტალინის სახელობის სახ. უნ-ტის გამ-ბა. - გვ.65

Share: