The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ბერდიშევი

ალექსანდრე ბერდიშევი
დაბადების თარიღი:14 ოქტომბერი, 1964  (60 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი 1988 წელს.

1990 წელს გაიარა სტაჟირება გლაზგოს უმაღლესი ხელოვნების სკოლაში. 1971-1980წწ. მუშაობდა სამხატვრო კომბინატში; 1988-2000წწ. დიზაინ-ფონდში მხატვარ-დიზაინერად; 2004 წლიდან იყო საწარმო "დობერას" მხატვარი-დიზაინერი. 1990 წლიდან გამოფენებში მონაწილეობს; ძირითადი ნამუშევრები: "დიდი არენა" (1992); "წონასწორობა" (1992); "ფრენა" (1994); "დავიწყებული თამაში" (1989); "ჯადოქარი", (1996); "ნავსადგური" (1992). გამართული აქვს პერსონალური გამოფენები: ედინბურგში (ბრიტანეთის საბჭოს დარბაზი 1994, 1995); გლაზგოში (როიალ კონცერტ ჰოლი, 1995); ედინბურგის ხელოვნების კოლეჯში (ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალი, 1997); გალერეა "ჰობი" (თბილისი, 1999, 2002); გალერეები; "ორიენტი" და "კოპალა" (თბილისი, 2003); "Art Caucasus 2004" (თბილისი, 2004, 2005); მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში: ესპანეთში (ბარსელონა, 1990); მოსკოვში (ცენტრალურ საგამოფენო დარბაზი 1991); შოტლანდია (ედინბურგი, 1994, იქვე - 1995); შოტლანდიელ მხატვართა (ლონდონი, 1996); ედინბურგში (სამეფო აკადემია, 1995, 1997, 1998); შოტლანდიაში (საერთაშორისო ფესტივალი ECA, 1997); "საბერძნეთი თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში", სეგ (თბილისი, 1998); "წარმოსახვის ხელოვნება" - ღია გამოფენა (ლონდონი, 2000); კულტურის ცენტრში Kerr (აშშ, 2000); "ხელოვნება საზღვრებს მიღმა" (ნიდერლანდები, 2001); "საზაფხულო გამოფენა" (ედინბურგი, 2001); "ხელოვნება საზღვრებს მიღმა" (ავსტრიასა და გერმანიაში, 2001, 2002); "აქტუალური სიზმრები" (თბილისი, 2002); Artlievs - პირველი საერთაშორისო გამოფენა (ლონდონი, 2003); ნიუ-იორკსა და ლონდონში (2004). არის დიზაინერთა (1990), მხატვართა (1997) კავშირებისა და მხატვართა საერთაშორისო ფედერაციის (IFA - 1995წლიდან; GIFA - 1998 წლიდან) წევრი. იყო "შოტლანდიის სამეფო აკადემიის" ყოველწლიური გამოფენის პრეზიდენტი და დაჯილდოების კომისიის წევრი (2000). მისი ნამუშევრები დაცულია შოტლანდიის, მოსკოვის, ბელგიის კერძო კოლექციებში. მიღებული აქვს ჯონ მიურეი ტომპსონის პრემია (2000).

 წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.69; გალერეა "ვანდას" ვებ გვერდი: vandaart.galleryხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 166-167

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ჯონ მიურეი ტომპსონის პრემია

გააზიარე: