Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ბერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1981 წელს. 1983-1986წწ. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აფრიკის ინსტიტუტის ასპირანტი. 1982-1983წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრის უმცროსი, 1986-1991წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1983- 1986წწ. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აფრიკის ინსტიტუტის (მოსკოვი) ასპირანტი; 1988-1990წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს საერთაშორისო მიმომხილველი; 1991-1992წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის სამმართველოს უფროსის მოადგილე, აშშ-ს სამმართველოს უფროსი (1992), 1992-1997წწ. საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი; 1997-2000წწ. გაეროში საქართველოს წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი; 2000-2004წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევროპული დეპარტამენტის დირექტორი, სუამის ეროვნული კოორდინატორი. 2004-2008წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთისა და მოლდოვას რესპუბლიკაში; 2009-2011წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი; 2014-2018წწ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში; 2018-2021წწ. მინისტრის სამდივნოს უფროსი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2021-2022წწ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში. 2022 წლიდან არის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოს საელჩო ნორვეგიის სამეფოში; არის 20 სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიების ავტორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1988). მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დასავლეთ აფრიკის ქვეყნების საგარეო პოლიტიკა 1957-1987 წლებში", დაიცვა 1988 წელს. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.73; espersona.ge; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.43; საქართველოს საელჩო ნორვეგიის სამეფოში: norway.mfa.gov.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |