Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ მხეიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკის ფაკულტეტი 1954 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო სომხეთში, ყაჯარანის მოლიბდენის კომბინატში ელექტრო ლაბორატორიის უფროსად; საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა საწარმოებში, მათ შორის: თბილისის ქარხანა "ელექტროავტომატში" მთავარ ენერგეტიკოსად, საწარმოო გაერთიანება "ელექტროაპატარში" საპროექტო ბიუროს მთავარ ინჟინრად, ელექტრო მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიების საკავშირო კვლევით ინსტიტუტში განყოფილების უფროსად; იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკური მანქანების კათედრის პედაგოგი; წლების განმავლობაში იმყოფებოდა მივლინებით ალჟირის რესპუბლიკაში სამშენებლო კონსტრუქციების ქარხნის მშენებლობაზე; 1981 წელს სათავეში ჩაუდგა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ სამონტაჟო და სპეციალური სამუშაოების მთავარ სამშენებლო-სამონტაჟო გაერთიანება "საქმთავარმონტაჟსპეცმშენის" ტრესტ "საქელექტრომონტაჟს"; მისი ხელმძღვანელობით სამონტაჟო სამუშაოები შესრულდა სახელმწიფო მნიშვნელობის მრავალ ობიექტზე თბილისში, ფოთში, ქობულეთში, მიუსერაში და სხვა; აქტიურად მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის, სამედიცინო ინსტიტუტის, ფოთის სპორტული კომპლექსის, საცხოვრებელი სახლების, საბავშვო ბაღებისა და სხვა სოციალურ-კულტურული დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; იყო სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.444-445 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |