შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ მხეიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკის ფაკულტეტი 1954 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო სომხეთში, ყაჯარანის მოლიბდენის კომბინატში ელექტრო ლაბორატორიის უფროსად; საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა საწარმოებში, მათ შორის: თბილისის ქარხანა "ელექტროავტომატში" მთავარ ენერგეტიკოსად, საწარმოო გაერთიანება "ელექტროაპატარში" საპროექტო ბიუროს მთავარ ინჟინრად, ელექტრო მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიების საკავშირო კვლევით ინსტიტუტში განყოფილების უფროსად; იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკური მანქანების კათედრის პედაგოგი; წლების განმავლობაში იმყოფებოდა მივლინებით ალჟირის რესპუბლიკაში სამშენებლო კონსტრუქციების ქარხნის მშენებლობაზე; 1981 წელს სათავეში ჩაუდგა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ სამონტაჟო და სპეციალური სამუშაოების მთავარ სამშენებლო-სამონტაჟო გაერთიანება "საქმთავარმონტაჟსპეცმშენის" ტრესტ "საქელექტრომონტაჟს"; მისი ხელმძღვანელობით სამონტაჟო სამუშაოები შესრულდა სახელმწიფო მნიშვნელობის მრავალ ობიექტზე თბილისში, ფოთში, ქობულეთში, მიუსერაში და სხვა; აქტიურად მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის, სამედიცინო ინსტიტუტის, ფოთის სპორტული კომპლექსის, საცხოვრებელი სახლების, საბავშვო ბაღებისა და სხვა სოციალურ-კულტურული დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; იყო სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.444-445 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |