Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით იოსელიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი და პარალელურად ლენინგრადის ი. პ. პავლოვის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი 1966 წელს; ლენინგრადის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1969 წელს. 1971-1972წწ. თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მიოკარდის ინფარქტის რეაბილიტაციის განყოფილების უფროსი ლაბორანტი (ქ. თბილისი); 1971-1972წწ. ა. ნ. ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ინსტიტუტის კარდეოლოგიის განყოფილების ექიმი; 1972-1977წწ. ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977--1982წწ. გულის იშემიურ დაავადებათა ქირურგიული მკურნალობის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1982-1996წწ. მის მიერვე დაარსებული კორონალური სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი. 1996 წლიდან მოსკოვის საქალაქო ინტერვენციული კარდიოლოგიური ცენტრის (მის მიერვე დაარსებული) დირექტორი. 2016 წლიდან მოსკოვის ი. მ. სეჩენოვის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინტერვენციული კარდიოლოგიის კათედრის გამგე. 441 სამეცნიერო შრომისა და 10 მონოგრაფიის ავტორი. მედიცინის მეცნიერებთა დოქტორი (1977), პროფესორი (1982), ექიმი-კარდიოლოგი. მიღებული აქვს ქ. მოსკოვის მთავრობის პრემია (2003), რუსეთის ფედერაციის მთავრობის პრემია (2010). წყარო: mccic.ru Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |