Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ შალიკაშვილი![]()
Biographyოთარ შალიკაშვილი იყო XVI საუკუნის შუა წლების მესხეთის დიდგვაროვანი ფეოდალი. ყვარყვარე II ათაბაგის პირველი ვეზირი. მურჯახეთის ბრძოლის (1535) შემდეგ ცდილობდა სამცხე-საათაბაგოს გაუქმებული სამთავროს აღდგენას და მცირეწლოვანი ქაიხოსრო ყვარყვარეს ძის ათაბაგად დამტკიცებას. ამ მიზნით, ოთარ შალიკაშვილი ოსმალეთში გაემგზავრა და სულთანს დახმარება სთხოვა ბაგრატ იმერთა მეფის წინააღმდეგ. 1543 წელს იგი და ქაიხოსრო ყვარყვარეს ძე ქარაქაღის ბრძოლაში ოსმალებს უჭერდნენ მხარს. ქართველთა გამარჯვების შემდეგ ისევ სულთანთან ჩავიდნენ. სოხოისტის 1545 წლის ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ. ოთარ შალიკაშვილის რჩევით, სამცხე-საათაბაგოს ციხეებში ოსმალთა ჯარი ჩააყენეს, ქაიხოსრო ათაბაგად დაამტკიცეს და მეურვედ შალიკაშვილი დაუნიშნეს. შემდეგ შალიკაშვილის ასული ცოლად შეირთო შაჰ-თამაზმა. შალიკაშვილის სიკვდილის შემდეგ შალიკაშვილებსა და ათაბაგებს შორის მტრული ურთიერთობა დამყარდა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ.,1986.-გვ.678
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |