შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირინა სხირტლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლვოვი (მაშინდელი პოლონეთის მეორე რესპუბლიკა 1919–1939), უკრაინა. ყოფილი ქართველი იუნკრის, 1940 წელს კატინის ტყეში დახვრეტილი პოლონეთის არმიის საკონტრაქტო ოფიცრის, კაპიტან არკადი სხირტლაძისა და პოლონელი იანინა კიჩინსკა-სხირტლაძის უფროსი ქალიშვილი. 1943 წლის ბოლოს ირინა დედასთან და უმცროს დასთან ერთად ვარშავაში გადავიდა. გერმანელთა მიერ ოკუპირებულ ვარშავაში ირინა ქართული ენის უკეთ შესასწავლად ქართველ ქალთან დადიოდა. ქართველი ოფიცრის ქალიშვილი არ იყო ვალდებული, მონაწილეობა მიეღო ვარშავის აჯანყებაში. მიუხედავად ამისა, იგი აქტიურად ჩაება ანტიფაშისტურ მოძრაობაში. 1944 წლის აგვისტოში, ვარშავის აჯანყების დაწყების პირველივე დღეებში, ირინა სხირტლაძე ფსევდონიმით "ირკა" პოლონეთის წინააღმდეგობის არმიაში მოხალისედ ჩაეწერა და პარასოლის ბატალიონის მეკავშირე და სანიტარი იყო. ბატალიონთან ერთად ირინამ ბრძოლის მთელი გზა განვლო ვარშავის ვოლას უბნიდან ძველი ქალაქის გავლით ცენტრამდე და ჩერნიაკოვამდე. 1944 წლის 14 სექტემბერს იგი ლუდნას ქუჩაზე გერმანელთა ტყვიამ იმსხვერპლა, როდესაც ის ცდილობდა, მძიმედ დაჭრილი ბატალიონის უფროსისთვის დახმარება აღმოეჩინა. 1944 წლის 12-14 სექტემბერს სწორედ ვარშავის ამ უბანში მიმდინარეობდა გააფთრებული შეტაკებები აჯანყებულებსა და გერმანელებს შორის. ბრძოლის ველზე გამოჩენილი სიმამაცისათვის ირინა სხირტლაძე დაჯილდოებულია მედლით "მამაცთა ჯვარი", რომელიც 1920 წელს დააწესა პოლონეთის დაცვის საბჭომ. ირინა სხირტლაძეს მიუძღვნა თავისი ცნობილი ლექსი "ირინოლა" პოეტმა ჯანსუღ ჩარკვიანმა. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |