შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პარმენ ჭანუყვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ოზურგეთის მაზრა. აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყებაში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, მეთაურობდა აჯანყებულთა ერთ-ერთ დიდ რაზმს ოზურგეთის რაიონში. გამოსვლების ჩახშობის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში, ცხოვრობდა საფრანგეთში. 1930 წლის 7 დეკემბერს, პარიზში, იტალიის მოედანზე, რევოლვერიდან ორი გასროლით მოკლა ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი ლიდერი და საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ნოე რამიშვილი. პოლიციამ მკვლელი დააპატიმრა. ქართველი ემიგრანტები პარმენ ჭანუყვაძეს საბჭოთა აგენტად მიიჩნევდნენ, თუმცა სასამართლოზე მან განაცხადა, რომ კომუნისტი არ იყო და თავისი მოქმედება ახსნა ნოე რამიშვილისადმი პირადი მტრობით. პარმენ ჭანუყვაძე რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ საფრანგეთის პოლიციამ გაათავისუფლა. მისი შემდგომი ბედი უცნობია. მეფის არმიისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოფიცერი (1921-1924), გურიის ანტისაბჭოთა შეიარაღებული პარტიზანული რაზმის წევრი (1921-1924), 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მონაწილე. წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org; kvirispalitra.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |