შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზოია რუხაძე![]()
ბიოგრაფიაქართველი პარტიზანი ქალი. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. გერმანელი ოკუპანტების წინააღმდეგ სიმფეროპოლში მოქმედი კომკავშირული ორგანიზაციის აქტიური წევრი. გერმანელთა ყაზარმებზე აკრავდა სსრკ საინფორმაციო ბიუროს ცნობებს და ანტიფაშისტურ ფურცლებს, აგროვებდა სადაზვერვო ხასიათის ცნობებს მტრის დისლოკაციასა და მოძრაობებზე. 1944 წლის 10 მარტს გესტაპოს აგენტებმა დააპატიმრეს და ერთი თვის საშინელი წამების შემდეგ ჭაში ჩაახრჩვეს. ზოია რუხაძის ძეგლი დგას სიმფეროპოლსა და თბილისში, მისი სახელი ეწოდა სიმფეროპოლის მე-14 და თბილისის 42-ე საშუალო სკოლებს, ქუჩებს სიმფეროპოლსა და თბილისში, კომკავშირულ და პიონერულ ორგანიზაციებს. მის გმირობაზე შეიქმნა კინოსურათი "ზოია რუხაძე" (რეჟისორი დავით რონდელი), დაიწერა პოემა (იოსებ ნონეშვილი). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.519; mastsavlebeli.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |