Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ცომაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. სწავლობდა ხაშურის გიმნაზიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1922 წლის თებერვალში მონაწილეობდა საქართველოს გასაბჭოების წლისთავთან დაკავშირებულ საპროტესტო გამოსვლებში, რის გამოც დაპატიმრებულ იქნა. 1924 წლის აგვისტოში შეუერთდა აჯანყებულებს სენაკში. აჯანყების დამარცხების შემდეგ ემიგრაციაში გაემგზავრა. ცხოვრობდა საფრანგეთსა და გერმანიაში, სადაც თანამშრომლობდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ქართულ ემიგრანტულ პრესაში ("ახალი ივერია", "ქართველი ერი"). ბერლინში გამომავალ ჟურნალ "ქართველი ერში" დაიბეჭდა მისი ნაშრომი "დიდი ილია". მეორე მსოფლიო ომის დროს ვერმახტის ქართული ლეგიონის შემადგენლობაში იბრძოდა კავკასიის მისადგომებთან. ომის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდა. აქვე მისი რედაქტორობით გამოდიოდა ჟურნალი "თავისუფალი საქართველოს ხმა". მისი პუბლიცისტური წერილების ძირითადი ნაწილი რუსულ-ქართულ ურთიერთობებსა და საბჭოთა რეჟიმის მიერ საქართველოში განხორციელებულ რეპრესიებს ეხება. ცოლად ჰყავდა ქართველი პოლიტიკური მოღვაწის, სიმონ მდივანის ასული ელისაბედი. გარდაიცვალა ნიუ-იორკში. ქართველი პუბლიცისტი, ანტისაბჭოთა პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწე. წყარო: საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი "თბილისელები": tbiliselebi.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |